Friday, July 3, 2009

სოფელი ნასამხრალი

სასწავლო პროექტი–სოფელი ნასამხრალი

1.პროექტის სახელწოდება–სოფელი ნასამხრალი
2.პროექტის მოკლე აღწერა–მოსწავლეთა მიერ სოფლის ღირსშესანიშნავი
ადგილების მონახულება, სოფლის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული
ძეგლების მოკლე აღწერა ბროშურის ან ბლოგის შექმნის მიზნით.
3.პროექტის სრული აღწერა–მოსწავლეები მოაწყობენ ექსკურსიას, მოინახულებენ
და აღწერენ ისტორიულ ძეგლებს, გადაიღებენ ფოტოსურათებს, გაესაუბრებიან
სოფლის უხუცესებს(სახელწოდების ეტიმოლოგია, ლეგენდები) წარსულზე,
დღევანდელობაზე. მოამზადებენ აუდიო და ვიდეო მასალას.
4.მონაწილეთა ასაკი–15–16 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა–2 კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში–დამხმარე ლიტერატურის გამოყენებით
მასალის მოძიება, პრეზენტაცია, მოპოვებული მასალის დემონსტრირება, დისკუსია,
შთაბეჭდილებების გაზიარება, გამოფენის მოწყობა.
7.მოსალოდნელი შედეგები–აღწერენ სოფლის ისტორიულ ძეგლებს და მათ
მნიშვნელობას ქვეყნის ცხოვრებაში, შექმნიან ბლოგს და სოფლის მოკლე,
სარეკლამო ბროშურას.
8.სარგებელი სხვისთვის–მოსწავლეები ბროშურის საშუალებით დაინტერესებულ
პირებს მიაწვდიან ინფორმაციას
9.სამუშაო ენა–ქართული
10.საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი–
ისტორია–გაეცნობიან სოფლის წარმოშობის ისტორიას, აღწერენ ისტორიულ
ძეგლებს.
გეოგრაფია–განსაზღვრავენ სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას
ინფორმატიკა–შექმნიან ბლოგს
11.პროექტის ფასილიტატორის სახელიმანანა ჯაყელი
12.პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა–mmmjakeli@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი– manana18.blogspot.com


No comments:

Post a Comment